ჩიტაიას ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
ჩიტაიას ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
18:23 08.08.2019

საბჭოს მოედანზე "საქართველოს ბანკის ფილიალი" დააყაჩაღეს. შემთხვევის

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ექსპრესფილიალში რამდენიმე პირმა ფულის წაღება სცადა, იყო გასროლის ხმაც.

მომხდარს რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს.

ერთ-ერთი მათგანის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იყო გასროლის ხმა.

"ხმა გავიგე ზემოდან რომ მოვდიოდი. მეტი არც არაფერი დამინახავს და არც გამიგია. გარეთ არ გამოვსულვარ", - იხსენებს თვითმხილველი.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ბეჭდვა