მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს
16:54 06.08.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის დ.მ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 4 818.23 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (65.58 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 4 818.23 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ბეჭდვა