შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უახლესი საექსპერტო ტექნიკა გადასცა
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ უახლესი საექსპერტო ტექნიკა გადასცა
16:11 04.08.2019
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს 300 ათასამდე ლარის ღირებულების უახლესი ტექნიკა - ვიდეოსპექტრალური ანალიზატორი საჩუქრად გადმოსცა.

აღნიშნული მოწყობილობა დეპარტამენტის თანამშრომლებს ხელს შეუწყობს დოკუმენტების ღრმა შესწავლასა და სიყალბის განსაზღვრაში.

IOM-ის წარმომადგენელი საქართველოში - მარკ ჰულსტი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
ბეჭდვა