პროკურატურაში "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა
პროკურატურაში "რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორის გამოკითხვა დასრულდა
17:12 03.08.2019
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, კახა დამენიამ, გენერალური პროკურატურა 6-საათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

დამენია გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან, ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფებოდა.

კახა დამენიას თქმით, მან გაუთქმელობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ზოგადად გამოკითხვა კი "ინტერმედიასა" და "რუსთავი 2"-ს შორის ფინანსური ოპერაციების დეტალებს უკავშირდებოდა.

დამენიას ადვოკატის თქმით, საქმეში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

"ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კახა დამენიას განცხადებით, იგი მოწმის სახით იყო დაკითხული.

"გამოკითხვა ეხებოდა ჩემი დირექტორობის პერიოდს. უმთავრესად კითხვები ეხებოდა იმდროინდელ შემოსავლებს, ხარჯებს ნაკლებად. საკმაოდ ზოგადი კითხვები იყო, კონკრეტული არაფერი", - განაცხადა კახა დამენიამ.

ბეჭდვა