პოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
პოლიციამ ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
10:30 03.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბეჭდვა