წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
16:28 02.08.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტზე - ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ა.ბ.-სა და ფ.ა.ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 980 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

ბეჭდვა