კალმახელიძე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა
კალმახელიძე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს შეხვდა
18:16 01.03.2012
სასჯელაღსრულების მინისტრმა გლდანის №8 დაწესებულების სამზარეულოში არსებული პირობები და მენიუ მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს გააცნო.

ხათუნა კალმახელიძე მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, უწყება პატიმრებისთვის ხარისხიანი საკვების მიწოდების საკითხს აკონტროლებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა მენიუსა და პენიტენციალური დაწესებულებების სამზარეულოებში არსებულ პირობებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი პერმანენტულად ადგილზე ეცნობა.



ბეჭდვა