შსს- მ 2019 წელს 21 კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
შსს- მ 2019 წელს 21  კილოგრამი ჰეროინი ამოიღო
11:43 31.07.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი "ჰეროინი", 7000 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 3200 აბზე მეტი "ექსტაზი", 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.
ბეჭდვა