თუშეთში სამაშველო - საძიებო სამუშაოები გრძელდება
თუშეთში სამაშველო - საძიებო სამუშაოები გრძელდება
12:37 30.07.2019
ფშაველი - აბანო - ომალოს გზაზე, დღეს დილიდან საძიებო - სამაშველო სამუშაოები განახლდა.

მაშველებმა 18 წლის ლევან შაბალაიძე კვლავ ვერ იპოვეს.

სამაშველო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

ერთ - ერთი ვერსიის თანახმად, შესაძლოა ახალგაზრდა მამაკაცი მდინარის დინებამ წაიღო.

შეგახსენებთ, რომ ტრაგედია თუშეთში რამდენიმე დღის წინ დატრიალდა. 200 მეტრის სიმაღლიდან, ხევში, მგზავრებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გადავარდა. შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი ადამიანის სამაშველო - საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.





ბეჭდვა