საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:45 30.07.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთ პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბი ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, თითქოსდა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით განახორციელა 96 000 ლარის ღირებულების ინერტული მასალის მიწოდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა