მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოები თებერვალში მიღებულ განცხადებებს განიხილავენ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, განხილვის დასრულების შემდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართება.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი - ზეპირი მოსმენა იმართება. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
