ურეკში, კაპროვანის დასახლებაში მშენებარე სასტუმროდან ორი
მუშა გადმოვარდა. მათგან ერთი, 60 წლამდე მამაკაცი, ადგილზე გარდაიცვალა.
დაშავებული მუშა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
