პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა
პროკურატურამ სასამართლოს ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა
12:26 26.07.2019
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16.00 საათზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, ჯგუფურად 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის რეალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ბეჭდვა