თბილისში ორი ახალგაზრდა მოკლეს
თბილისში ორი ახალგაზრდა მოკლეს
10:24 25.07.2019
გურამიშვილის გამზირზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი ახალგაზრდა, რომლებიც საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილები იპოვეს.

ფაქტს თვითმხილველები არ ყავს. როგორც მეზობლები აცხადებენ, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ.

სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი უკვე ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღი მკვლელობის ადგილზე იყო დატოვებული.

ამ დროისთვის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა არ არსებობს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



ბეჭდვა