საგამოძიებო სამსახურის უფროსი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა
საგამოძიებო სამსახურის უფროსი  საქართველოში, აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს შეხვდა
11:24 23.07.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშეს ნიკოლას ქიფს შეხვდა. შეხვედრას აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისისა და საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა, სტუმრებს საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობა გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონალური უშიშროების ატაშე, საქართველოში ყალბი ფულის დამზადება - გასაღების ფაქტების გამოვლენის, გამოძიების და მათზე რეაგირების სხვა მეთოდებით დაინტერესდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური ყალბი ფულის გამოვლენა - აღკვეთა - გამოძიების სფეროში ეფექტურ საგამოძიებო - ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებს. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.


ბეჭდვა