იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გენერალურ პროკურორთან, შალვა თადუმაძესთან გასაუბრება
მიმდინარეობს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებიდან, დღეს ასევე ზაზა თავაძეს და გიორგი თევდორაშვილს მოუსმენენ.
მოსამართლეების მოსმენა მიმდინარეობს საჯაროდ და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო.
