სამართალდამცავებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააპატიმრეს
სამართალდამცავებმა ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააპატიმრეს
18:22 17.07.2019
სამართალდამცველებმა ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე დააპატიმრეს. მათ კოშაძის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ. ისინი ადასტურებენ, რომ ამოღებულია ნივთმტკიცება - იარაღი და კობა კოშაძის დაკავება მოსამართლის განჩინებით მოხდა.

ბეჭდვა