გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა
გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა
18:17 17.07.2019
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა.
მინისტრი პროკურატურაში 20-21 ივნისის საქმეზე დაიბარეს.

გახარიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ მან ყველა მნიშვნელოვან კითხვას პასუხი გასცა და მზად არის, რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ უპასუხოს პროკურატურის კითხვებს.

„საერთოდ ყველა კითხვაზე, რომელიც აინტერესებდა მიმდინარე გამოძიებას, მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას, ჩემს მიერ იქნა პასუხი გაცემული" - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქციის დარბევის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს მიაწოდა.

"მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი რა მოხდა იმ ღამეს" - აღნიშნა გახარიამ.
ბეჭდვა