„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე არსებული თანხა სახელმწიფოს მიერ სრულად ჩამოიჭრა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიშზე არსებული თანხა სახელმწიფოს მიერ სრულად ჩამოიჭრა
19:13 17.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურების შემოსატანად საბაჟო მოსაკრებლის გადასახადი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღამსრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა საკუთარი სახელფასო ანგარიშიდან გამოიტანა.

„ქართულ ოცნების“ ცნობით, კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაყადაღებულ ანგარიშებს ინკასო დაედო.

აღსრულების პროცედურა პარტიის ანგარიშებზე დღეს დაიწყო, რის გამოც პოლიტიკურ სუბიექტს წინასაარჩევნო აქტივობებისთვის ფინანსური ოპერაციების განხორციელება შეეზღუდა.

„ჩვენმიზერული თანხა გვქონდა გადასახდელი, რათა გაფორმების ეკონომიკური ზონიდან გამოგვეტანა „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურები. სამწუხაროდ, ეს თანხა ანგარიშზე აღარ გვქვს, რადგან აღმასრულებლების გადაწყვეტილებით, ჩამოჭრილია. ამიტომ გადავწყვიტე, თანხა ჩემი სახელფასო ანგარიშიდან გამომეტანა“ - აღნიშნა ხადურმა.

ნოდარ ხადურმა პირადი სახელფასო ანგარიშიდან საბაჟო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო თანხა - 330 ლარი გამოიტანა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ამჟამად საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია, რის გამოც ბლოკს სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება არ ეძელევა.

ბეჭდვა