ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება
ბათუმი-ქობულეთის გზაზე მომხდარი ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება
14:30 14.07.2019
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მცირეწლოვანი გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. მისი ძმა  ამ დრომდე ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში იმყოფება.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

სულ ავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, გარდაცვლილია ორი.

მძღოლების გარდა, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთაგან ყველა პოლონელი ან არაბი ტურისტია.
ბეჭდვა