თინა ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
თინა ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა
15:32 17.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საგარეჯოში თინა ხიდაშელმა სოფელ იორმუღანლოს პოლიციაში სოფელ დუზაგრამას გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ხიდაშელმა გამგებლის წინააღმდეგ საჩივარი საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლის ბრალდებით წარადგინა.
თინა ხიდაშელი თბილისში დაბრუნების შემდეგ, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას უწყებათშორის კომისიაშიც შეიტანს.
კოალიციის კანდიდატი შეხვედრებს სოფელ მუღალოსა და ქეშალის მოსახლეობასთან მართავდა, სადაც გამგებლის ნათესავები მივიდნენ და შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
კოალიციის ინფორმაციით, გამგებლის დისშვილებმა „თვითმარქვია“ „ინფო 9“ ის წარმომადგენლებთან ჩხუბი დაიწყეს, რადგან "ნამდვილი" სააგენტოს წარმომადგენლები ეგონათ. მათ ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხჰყოფა მიაყენეს.

ბეჭდვა