საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან
საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ აქციას დააკვირდებიან
14:59 17.08.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების” მიერ  2012 წლის 19 აგვისტოს რუსთავში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ, რაც პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობისა და შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ რუსთავში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება.

საია და „სამართლიანი არჩევნები” იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონმდებლობით დადგენილი გარანტიები.

ბეჭდვა