გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე 10 მ3 მურყანის სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს.
შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.
