20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
11:04 07.07.2019

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 20-21

ივნისს აქციაზე დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მათი ადვოკატი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას აპირებს. 

პოლიციამ 4 ივლისს 20-21 ივნისს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 4 პირის დააკავა.

 

ბეჭდვა