სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
09:38 05.07.2019
მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

სასაზღვრო ზოლში დამწვარია ბუჩქნარი და ეკალბარდები.

ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მუშაობდა შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლიკვიდირებაში მონაწილეობას 65-მდე მეხანძრე-მაშველის იღებდა.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართული იყო სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია.

ბეჭდვა