საფრანგეთიდან საქართველოს 13 მოქალაქე, 5 ოჯახი გამოაძევეს. ისინი გუშინ ტულუზა-თბილისის
ჩარტერული რეისით ჩამოვიდნენ.როგორც ცნობილია, საფრანგეთიდან საქართველოს იმ მოქალაქეებს მოუწიათ ჩამოსვლა, რომლებიც ვეღარ აკმაყოფილებდნენ საფრანგეთის ტერიტორიაზე კანონიერი ყოფნის პირობებს.
ფაქტს შსს-შიც ადასტურებენ.
ვროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ქართველების გამოძევება "საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის" შესახებ შეთანხმების საფუძველზე ხდება.
