სახალხო დამცველი გემერალურ პროკურატურას ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი გემერალურ პროკურატურას ეფექტიანი გამოძიების ჩატარებისაკენ მოუწოდებს
19:42 21.06.2019
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ნინო ლომჯარია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს:

· დაიწყოს და ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე - დაკავებულების მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე

· დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა და მათ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების გარშემო

ასევე მიმართავს საქართველოს მთავრობას:

· აქციაზე დაზარალებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ხარჯები, ანაზღაურდეს სრულად

მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს:

· აქციაზე დაკავებულ პირთა მიმართ სამართალწარმოება წარიმართოს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სრულად შესაბამისად

სახალხო დამცველი აგრძელებს როგორც სამართალდამცავთა მხრიდან აქციის შეწყვეტისას ზემოხსენებული პრინციპების სავარაუდო დარღვევისა და ძალის გადამეტების შემთხვევების, ისე - ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტები შესწავლას.

ბეჭდვა