გიორგი გახარია: პროტესტის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას
გიორგი გახარია: პროტესტის ყველა მონაწილეს მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას
22:33 20.06.2019
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან მივიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დგას ახლა ამ მოედანზე და შეიძლება გამოთქვამს სამართლიან პროტესტს, მოვუწოდებთ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას. რაც აქ ხდება, ამას ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი. სხვა ყველაფერს მერე გეტყვით" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბეჭდვა