მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
09:56 20.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ "რუსთაველში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ზ" ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბეჭდვა