მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
10:08 18.06.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის ტრანსპორტირებას, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ახდენდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა დალუქეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.

ბეჭდვა