ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ტყიბულში სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
23:41 16.06.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ის ინფორმაციით, ცენტრში ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება შევიდა. ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს და ბუჩქნარს გაუჩნდა.

მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები დაუყოვნებლივ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი სწრაფი რეაგირების შედეგად, ხანძარი ფართო ტერიტორიაზე არ გავრცელდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ტყიბულის და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სამი ავტოცისტერნა, ორი სამაშველო ავტომობილი და 20 მეხანძრე მაშველი.

ბეჭდვა