სასამართლო რეფორმების ჯგუფმა სასამართლო ფორმების ახალი ვერსია შეიმუშავა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ცნობით, ძველ სასამართლო ფორმებში
შეტანილი ტექსტის ასლის გაკეთება რთული იყო, რაც ადოკატებსა და მხარეებს გარკვეულ სირთულეებს უქმნიდა.
სასამართლო ფორმებზე მომუშავე ჯგუფმა გამოსავალს პროგრამა Word-ის ამ თვისებიდან რამდენიმე დღის წინ მიაგნო. შესაბამისად, განახლდა ყველა სასამართლო ფორმა. შედეგად კი, ახალი ფორმების უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასებებისა და სხვა ასლების გაკეთება შესაძლებელი გახდა.
ახალი ფორმები მოცემულია სააპელაციო სასამართლოს ვებ გვერდზე, ველში - "სასამართლო ფორმები".
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განახლება ფორმის მხოლოდ ტექნიკურ მხარეს შეეხო. შინაარსობრივად კი, წარმოდგენილი ფორმები მოქმედის ასლია.
სარჩელის, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების, შესაგებლის ახალი ფორმები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაამტკიცა.
სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ აღნიშნული ფორმებითაა დასაშვები.
სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელი, სააპელაციო და საკასაციო საჩივრები, ასევე, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, ნაბეჭდი სახით, უნდა პასუხობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.
