მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ კონტრაქციაზე დაკავებულთა საქმის განხილვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.სასამართლო სულ 7 პირის საქმეს განიხილავს.
დაკავებულთაგან რამდენიმე 1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და კვერცხების სროლით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების, ასევე ჟურნალისტების მიმართ.
პოლიციის მიერ დაკავებული პირებიდან 7 რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.
