ახმეტის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
ახმეტის მერის მოადგილე ადასტურებს, რომ თუშეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
15:32 14.06.2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, თუშეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგაზო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.

გარდაცვლილთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, თუშეთის გზაზე, მე-18 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები ისხდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე სამაშველო-სახანძრო-სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

ბეჭდვა