ომანის ყურეში რამდენიმე ტანკერს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს, რასაც ხანძარი
და აფეთქებები მოჰყვა.ამ შემთხვევის დროს ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშით მცურავ გემზე იმყოფებოდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი აცხადებს, ქართველი მეზღვაური გადაყვანილია ხმელეთზე და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ოფიციალური მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, გემებს ჭურვები ან ზღვის ნაღმები მოხვდა.
ომანის ყურე სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის დამაკავშირებელია.
