ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა
13:09 13.06.2019
სწავლების დროს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცი გარდაიცვალა.

კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი პოლიგონზე გეგმიურ წვრთნას გადიოდა და მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გამთენიისას მას სამხედრო ნაწილში გულის შეტევა დაემართა.

ის ლაზარეთში დაგაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო

ბეჭდვა