სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ 16 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული პატიმრობაში დატოვა
18:59 11.06.2019
16 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებული მამაკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან დაზარალებული არასრულწლოვანია.
სხდომას დაზარალებულის ოჯახი არ დასწრებია.

40 წლის მამაკაცი გოგონას გაუპატიურებისთვის 2 დღის წინ დააკავეს.

გაუპატიურების შემდეგ გოგონა დაფეხმძიმდა და რამდენიმე დღის წინ ბავშვიც გააჩინა.

ბეჭდვა