თბილისში პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ერთი პირი დააკავეს
თბილისში პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ერთი პირი დააკავეს
18:44 11.06.2019
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დააკავეს.

დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იღებდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო ნიუსპრესს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს დაკავების მიზეზი პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა გახდა.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ასსამოცდამეცამეტე მუხლით დაიწყო.

ბეჭდვა