მესტიაში მდინარეში ჩავარდნილი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩერთო
მესტიაში მდინარეში ჩავარდნილი ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩერთო
13:07 09.06.2019
მესტიის ერთ-ერთ სოფელში დაკარგულ ახალგაზრდებს ამ დრომდე ეძებენ.

ადგილზე სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ისინი ადგილობრივებთან ერთად ეძებენ
დაკარგულ მოქალაქეებს.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 22 კილომეტრის
მანძილზე მიმდინარეობს. რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ადგილზე ზუგდიდსა და ქუთაისიდან გამოძახებული დამატებითი ძალებიც არიან ჩართული. 

ადგილზე ამ დროისათვის დამხმარე ვერტმფრენს ელოდებიან.

ბეჭდვა