ლანჩხუთში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
ლანჩხუთში 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს
15:17 07.06.2019
ლანჩხუთში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, 19 წლის ახალგაზრდა დაჭრეს. ბიჭი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.

მას თავს 3 პირი დაესხა და ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

დაშავებული ლანჩხუთიდან ქუთაისში გადაიყვანეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.


ბეჭდვა