კახა ბუხრაძე: ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში
კახა ბუხრაძე: ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში
10:58 07.06.2019
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი კახა ბუხრაძე, ლილოში მდებარე ე.წ. "ჩინური ქალაქის" ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ადგილზე იმყოფება, სადაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ლილოში მდებარე ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრში ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო ავტომანქანა. ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია 187-ე მუხლით. ხანძრის გაჩენის მიზეზებს გამოძიება დაადგენს".
ბეჭდვა