ბორჯომში ამ დრომდე ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ
ბორჯომში ამ დრომდე ორ მეცხრეკლასელ გოგოს ეძებენ
18:11 06.06.2019
ბორჯომში ორ მეცხრეკლასელს ეძებენ. მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომში, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებულ შენობაში, გოგონების კუთვნილი მობილური ტელეფონები და მაისური იპოვეს.

როგორც "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყება მომხდართან დაკავშირებით მუშაობს.
ბეჭდვა