იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ინსპექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე საბუთების მიღება დაიწყო
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ინსპექტორთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე საბუთების მიღება დაიწყო
11:39 04.06.2019
იუსტიციის სასწავლო ცენტრი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღებას.


„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება შემდეგ დისციპლინებში:

· საკონსტიტუციო სამართალი;

· ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი;

· სისხლის სამართალი;

· სისხლის სამართლის პროცესი;

· სასჯელაღსრულებითი სამართალი;

· ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები.

რეგისტრაციის დასრულებამდე, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ამოწმებს აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას კანონით დადგენილ მოთხოვნებთან. თუ აპლიკანტის მიერ საბუთები წარმოდგენილია არასრული სახით, იგი უფლებამოსილია გამოასწოროს ხარვეზი რეგისტრაციის დასრულებამდე.
ბეჭდვა