სახალხო დამცველი: დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი, სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
სახალხო დამცველი: დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი,  სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
14:31 03.06.2019
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!"- წერს სახალხო დამცველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
ბეჭდვა