გუდაურში პარაპლანით ფრენისას ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა
გუდაურში პარაპლანით ფრენისას ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა
11:12 02.06.2019
გუდაურში ფილიპინელი ტურისტი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პარაპლანით გუდურიდან გაფრინდა, ღუდის ხეობაში მართვა დაკარგა და არაგვში ჩავარდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.

დაღუპული პირი ფილიპინების მოქალაქეა.
ბეჭდვა