სასამართლომ „ქართული ოცნების“ შემომწირველი თექვსმეტი პირის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ „ქართული ოცნების“ შემომწირველი თექვსმეტი პირის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა
12:40 14.08.2012
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველი თექვსმეტი პირის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სასამართლოს დადგენილებით, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

„ქართუ ბანკის“ რვა თანამშრომელი და „ქართული ოცნების“ რვა წარმომადგენელი მათ მიერ შემოწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდნენ.

სასამართლო სხდომა ერთდორულად სამ დარბაზში მიმდინარეობდა. მას მოსამართლეები ქეთევან დუგლაძე, თეა ძიმისტარაშვილი და მერაბ ლომიძე განიხილავდნენ.

ბეჭდვა