თბილისის სააპელაციო სასამართლოში კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველების - „ბანკი ქართუს“ თანამშრომლების სააპელაციო
საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.
სხდომა ერთდროულად სამ დარბაზში ტარდება. ნოდარ ჯავახიშვილის, ირაკლი ბერაიას, ია გამცემლიძის, ნატო ხაინდრავასა და დავით გალუაშვილის საჩივრებს კი, მოსამართლე ქეთევან დუგლაძე იხილავს.
სხდომაზე „ბანკი ქართუს“ თანამშრომელმა ირაკლი ბერაიამ შუამდგომლობა დააყენა იმის შესახებ, რომ საქმის მასალებს თან დართვოდა ნასყიდობის ხელშეკრულება, საიდანაც დასტურდება, რომ მან 2008 წელს სახლი გაყიდა და დანაზოგი ჰქონდა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნასყიდობის ხელშეკრულება მტკიცებულების სახით საქმის მასალებს დაერთო.
„ბანკი ქართუს“ გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მან შემოწირულობა კანონის სრული დაცვით განახორციელა და იგი საქართველოში ათას ყველაზე შემოსავლიან ადამიანთა სიაში შედის და მისი შემოსავალი თხუთმეტჯერ აღემატება მის მიერ განხორციელებულ შემოწირულობას.
ამასთან, აპელანტი მხარეები აღნიშნავენ, რომ აუდიტის სამსახურის და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ თითქმის ყველა სამართალდამრღვევს გააჩნია სასესხო დავალიანებები, შესაბამისად, მხარეთა მიერ განხორციელებული შემოწირულობა არაპროპორიცულია მათ ხარჯებთან.
სასამართლო გადაწყვეტილების გამოსატანად უკვე გავიდა.
„ბანკი ქართუს“ თექვსმეტი თანამშრომელი „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხის ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმდა.
