დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა
დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა
15:05 31.05.2019
დავით კირკიტაძე გურჯაანის რაიონული სასამართლოდან გაათავისუფლეს.

დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ საპროცესო გარიგებაზე.

კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით აღიძრა, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პატიმრობაში მყოფმა დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.
ბეჭდვა