ლარნაკას ციხიდან ქართველი მეზღვაურები გაათავსუფლეს. კვიპროსული გემის ქართული ეკიპაჟი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც სახელფასო დავალიანების გამო მეზღვაურები გაიფიცნენ და გემის კაპიტნის ნებართვის გარეშე ხომალდი დატოვეს.
ამის შემდეგ ქართველ მეზღვაურებს გემის მფლობელმა სასამართლოში უჩივლა, რის გამოც ისინი დააკავეს. ადვოკატები მათთვის ქართველმა დიპლომატებმა აიყვნეს.
ბოლო პროცესზე სასამართლომ ქართველი მეზღვაურები გაამართლა, ისინი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და გემის მფლობელ კომპანიას დაგროვილი სახელფასო დავალიანების დაფარვა დაევალა.
ქართველი მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ.
