ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების გამო 6 პირი დაჯარიმდა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების გამო 6 პირი დაჯარიმდა
13:50 13.08.2012
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილების ფაქტზე, 6 პირს 200-200 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

როგორც „ნიუსპრესს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის პატრულირების შედეგად სამართალდამრღვევი პირები - გიგა ქათამაძე, ირაკლი ბაბუხადია, თეიმურაზ ტყემალაძე, დიმიტრი ჩიტინაშვილი, ლუკა მუმლაძე და ნუგზარ გიოშვილი გამოვლინდნენ, რომელთაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღები აღმოაჩნდათ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციამ სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შადგინა, რის შედეგადაც ისინი 200-200 ლარით დაჯარიმდნენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით გადააადგილება იკრძალება.

ბეჭდვა